თეგებით ძიება

როდის ჩამოასვენებენ ზურა დოიჯაშვილს საქართველოში

მომღერალი ნუგზარ კვაშალი ზურაბ დოიჯაშვილისჩამოსვენებასთნ დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. მისი თქმით, მომღერალს სამშობლოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ.

„ფრენები არ არის, ისრაელი დაკეტილია. 22 თებერვალს თელავივი-ფრანკფურტი-თბილისის რეისია, რომლითაც ზურას ჩამოასვენებენ. თუმცა, განიხილება 19 თებერვალიც. შესაძლოა, დამატებითი რეისი დაინიშნოს. ეს გადაწყვეტილი არ არის“, – ამბობს კვაშალი.

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ის ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა