არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა - ალეკო ელისაშვილი პარლამენტის სხდომაზე
"არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა", - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
"შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რატომ ექომაგები ადამიანს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობობებს იძახისო, ფაქტია, რომ ნიკა მელიას სიტყვა გაექცა, მაგრამ მძიმე ფონი აქვს და ამას მივაწერ", - თქვა ალეკო ელისშვილმა სხდომაზე.
მისი თქმით, 2012 წელს ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო და არც მალავდა ამას, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რაც ახლა ხდება.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საკითხს ამჯერად პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.