"სასიამოვნო ძალადობის მსხვერპლი გავხდი…“ - ლიკა ყაზბეგი
სამოდელო სააგენტოს მფლობელი, ლიკა ყაზბეგი ამბობს, რომ სასიამოვნო ძალადობის მსხვერპლი გახდა დედამისის მხრიდან - მისივე თქმით, ერთსა და იმავე სიმღერას 5-ჯერ ამღერებდა დღის განმავლობაში.
"დიახ, ეს სასიამოვნო ძალადობაა დედაჩემის მხრიდან ჩემ მიმართ. ძველი სიმღერა მოისმინა, სიტყვები ამოიწერა და მთხოვა, იმღერე ხოლმე, ძალიან მომწონსო. მეც ვმღერი და მსიამოვნებს. ასე რომ, სასიამოვნო ძალადობის „მსხვერპლი“ გავხდი. ადრე ვმღეროდი, პიონერთა სასახლეში დავდიოდი, სცენაზეც ვიდექი. მუსიკალური სკოლაც მაქვს დამთავრებული. ბევრი მეკითხება, რატომ არ დადექი პროფესიონალურ სცენაზეო, მაგრამ უცნაური ბავშვი ვიყავი – ვიწყებდი და აღარ ვამთავრებდი. ფიგურულ სრიალზეც დავდიოდი, კარატეზეც… ჩემს ბავშვობაში ხშირად გადიოდა ფილმები ბრუს ლის მონაწილეობით, როცა ფილმს ვუყურებდი, მინდებოდა, რომ კარატე კარგად მცოდნოდა. მივედი, სურვილი დავიკმაყოფილე და გამოვედი. სხვათა შორის, კარგად გამომდიოდა და იმ დროს ვინმეს რამე რომ ეკადრებინა ჩემთვის, ეგრევე ბრუს ლიდ გადავიქცეოდი (იცინის)“ , - აცხადებს ლიკა ყაზბეგი "თბილისელებთან".
წყარო:newposts.ge