ქართული ოცნება: "მელია აპირებს, ენმ-ის ოფისში ჩაიკეტოს და წინ ადამიანები აიფაროს"
ქართული დეპუტატი, სოზარ სუბარი ირწმუნება, რომ მათი ინფორმაციით, დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია აპირებს პარტიის ოფისში ჩაიკეტოს და "წინ აიფაროს ადამიანები".
"ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია არ აპირებს გამოცხადდეს სასამართლოში, აპირებს, ჩაიკეტოს ნაციონალური მოძრაობის ოფისში და წინ აიფაროს ადამიანები, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს. ეს ადამიანები იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები თუ უბრალო აქტივისტები, ინფორმაცია არ გვაქვს"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, "რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება!".
ოცნების დეპუტატი ენმ-ს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს.
"ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც როგორც ყოველთვის მათ ეხმარება რუსეთი და ეს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით, კიდევ ერთხელ დადასტურდ... ოპოზიციის პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება", - განაცხადა სუბარმა.
წყარო:newposts.ge