თეგებით ძიება

მელიას აქვს საშუალება, გადაიხადოს გირაო და აღკვეთის ღონისძიება არ დამძიმდეს - მაია ბითაძე

ქართული ოცნების დეპუტატის, მაია ბითაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს საშუალება, რომ გირაო გადაიხადოს და აღკვეთის ღონისძიება არ დამძიმდეს.

"აქვს ბატონ ნიკანორ მელიას საშუალება, რომ გირაო გადაიხადოს და აღკვეთის ღონისძიება რა დამძიმდეს და ისე დაელოდოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ყველაფერი სხვა დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულირება, ის რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს და სამართლებრივი საკითხი გადააქვთ პოლიტიკურ ჭრილში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ შეეშვან დამუქრებას, ცირკების დადგამს, სპექტაკლების დადგმას. თუ კარგად დავაკვირდებით, ეს არის მცდელობა იმისი, რომ ის რაც მათ არ გამოუვიდათ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყო ტყუილია, პანდემიიდან გამომდინარე მუდმივ დაუმორჩილებლობასა და აქციებს მართავდნენ, ეს არის კიდევ ერთი შანსი ოპოზიციისთვის, რომ ეცადონ და დაელოდონ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიდეს ქუჩაში. ამას ელოდებიან", — განაცხადა ბითაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა