თეგებით ძიება

თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას, ეს მათი საქმეა და მე მგონი აქამდე არ მივა საქმე - უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტი შეჩერებას გამოეხმაურა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველი პარტია შეეცდება, რომ სასამართლოს გზით აღნიშნული საკითხი სხვა მიმართულებით წაიყვანოს.

"ჩვენი გეგმა არაფრით არ შეცვლილა, იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დღეს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება დაანონსებული იყო წინასწარ, იყო თითქოს კუნთების ჩვენების მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაეწია. მორჩილად მიაჭირეს ხელი ამ ღილაკებს და საბოლოო ჯამში, მეორედ დავინახეთ ჩვენ, რომ ერთი და იმავე სცენარით მიდის "ქართული ოცნება".

ის, რომ იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას, ეს არ ნიშნავს რომ ნიკა მელიას დააპატიმრებენ.

ჩვენ უბრალოდ, ვაპირებთ, ვიყოთ აქ ოფისში და თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას, ეს მათი საქმეა და მე მგონი აქამდე არ მივა საქმე, იმიტომ რომ წინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რასაც სასამართლო ჰქვია და ალბათ სასამართლოს გზით შეეცდებიან, რომ ეს საკითხი რაღაც სხვა მიმართულებით წაიყვანონ, რომ შედარებით ნაკლები ზიანით გამოძვრნენ ამ ვითარებიდან," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა