თეგებით ძიება

"გავრილოვის გირაო.... ამ უსამართლო, უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული შეკერილი საქმის უკან კიდევ უფრო დიდი მზაკვრობაა ჩამალული" - ზურაბ მელიქიშვილის მიმართვა

"გავრილოვის გირაო.... ამ უსამართლო, უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული შეკერილი საქმის უკან კიდევ უფრო დიდი მზაკვრობაა ჩამალული....."- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ მელიქიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მალიას მხარდაჭერას უცხადებს:"საქართველოს დანებება ოკუპანტის წინაშე! სწორედ ამიტომ არ იხდის გავრილოვის გირაოს!არ იხდის იმიტომ, რომ ოკუპანტის წინაშე საქართველოს დანებება არ მოხდეს!არ იხდის იმიტომ, რომ საქართველოს ისტორია ქართველების მტერთან არდანებების მაგალითებით არის შექმნილი.. არ იხდის იმიტომ , რომ არ დანებდა გიორგი ანწუხელიძე.... არ იხდის იმიტომ, რომ არ დანებდა არჩილ ტატუნაშვილი.... არ იხდის იმიტომ, რომ არ დანებდნენ შინდისის გმირები..... არ იხდის იმიტომ, რადგან იცის- მტერთან მარცხი დროებითია, ხოლო დანებება კი თავისუფლების იდეის განადგურებაა! ეს იცის და ამიტომ შეგნებულად დგამს ამ ნაბიჯს!"- წერს მელიქიშვილი.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა