ხელისუფლება ყველა ვარიანტში, ჩასვრილი და ტილიანი დარჩება - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "დღის სტუმარში" ამბობს, რომ "ქართული ოცნება", ნიკა მელიასთან მიმართებაში, გამოუვალ მდგომარეობაშია და ხელისუფლება, ყველა ვარიანტში, "ჩასვრილი და ტილიანი დარჩება".
"სასამართლომ რომ მიიღოს დადგენილობა პატიმრობის და ვერ აიყვანონ პატიმრობაში ნიკა მელია, ჩასვრილებად და ტილიანებად დარჩებიან, ოღონდ, საარაკოდ ტილიანებად და ჩასვრილებად - პირდაპირ ჩამონგრევა, და ვინმემ რომ გირაო გადაიხადოს, დარჩება ისევ ჩასვრილად, თუ დაიჭირეს, ეყოლებათ ყველაზე დიდი პოლიტიკური პატიმარი, ვინც კი ოდესმე ჰყოლიათ - მთავარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე", - თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება "სპირალია, საიდანაც გამოსავალი არ არის".
"აი ასე, შულავერის კომიტეტი შეიკრიბა 1921 წელს და გაიმარჯვა, საქართველო ამ ბოროტებამ გაასაბჭოვა, წელს შულავერის კომიტეტი, ასი წლის თავზე შეიკრიბა და თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, აი, ეს მოხდა დღეს", - თქვა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და დაპატიმრებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ 2 იყო წინააღმდეგი, ხოლო ოთხმა დეპუტატმა "ევროპელი სოციალისტებიდან" ("პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრები) თავი შეიკავა.