ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი საიდუმლოდ გათხოვდა – ვინ არის ლიზა მაღრაძის რჩეული
ცნობილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი , ლიზა მაღრაძე კარანტინის დროს საიდუმლოდ გათხოვდა.
ლიზას მეუღლე გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.
წყვილს ქორწილი ჯერჯერობით არ გადაუხდია, თუმცა მათი ოჯახი უკვე სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია - მალე მშობლები გახდებიან.
ორსულმა ლიზა მაღრაძემ ფოტოები ინსტაგრამის პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
ლიზა მაღრაძე და გიორგი კაკაბაძე ზამთრის დღეებს შეკვეთილში ატარებენ.