თეგებით ძიება

გავრილოვის დავალება შესრულებულია - ნიკა მელიას პირველი კომენტარი მისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას და აცხადებს რომ ამით “გავრილოვის დავალება შესრულებულია”. პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მელიამ თქვა, რომ ამით გაასამართლეს “თავისუფლებისა და ღირსების იდეა”.

გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა, დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი, ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას.

განაჩენი გამოუტანა ყველას ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა”, – თქვა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა