თეგებით ძიება

პატიმრობის მოთხოვნით ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განუცხადა, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის ფარგლებში უნდა იმსჯელოს.

„შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების – პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული და კანონიერი, რადგან სისხლის სამართლებრივ სივრცეში ბრალდებულის მიმართ გამოყენებული კანონისმიერ გამოყენებულ ღონისძიებებს მის სათანადო ქცევაზე არასაკმარისი ეფექტი ჰქონდა. მხედველობაში ვიღებთ, რომ ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაო, არ შეასრულა სასამართლოს განჩინებები და დაკისრებული ვალდებულებები. ერთადერთი ღონისძიება, რაც სისხლის სამართლებრივ სივრცეში მის სათანადო ქცევასა და პროცესის მიზნების შესრულებას უზრუნველყოფას მოახდენს, რჩება პატიმრობა და აქედან გამომდინარე, შევიტანეთ ეს დასაბუთებული შუამდგომლობა. დაველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელზეც ყველასთვის ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება. 24-საათიანი ვადა აქვს სასამართლოს, შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება იყოს ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა