თეგებით ძიება

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - მსახიობს ფილტვების ანთება დაუდგინდა

მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

მსახიობს ფილტვების ანთება აქვს, თუმცა თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოჯახის ახლობელები სააგენტოსთან აცხადებენ, რომ კახი კავსაძე საავადმყოფოში 4 დღის წინ მოათავსეს, მას კლინიკაში ანტიბიოტიკური მკურნალობა დასჭირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა