თეგებით ძიება

"ამ რეალობაში, რაც ქვეყანაშია, ან ხარ ეროვნულ მოძრაობაში, ან ქოცებში" - დავით დარჩიაშვილი

"ამ რეალობაში, რაც ქვეყანაშია, ან ხარ ეროვნულ მოძრაობაში, ამა თუ იმ ფორმით, ან ქოცებში. პარტიული პოლიტიკა, ამ ეტაპზე, მეორეხარისხოვანია", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი, დავით დარჩიაშვილი ქვეყანაში შქმნილ პოლიტიკურ ვითარებას.

"ამ პარლამენტარებისათვის დღეს ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნებოდა, ეთქვათ: ფაქტობრივად მარტო ვართ ამ პარლამენტში, ოპოზიცია ბოიკოტს გვიცხადებს და ამ ვითარებაში არაეთიკურია მისი ერთერთი ლიდერისათვის იმუნიტეტის მოხსნაო. ეს ისე, საკუთარი თავებისათვის თუ უნდათ გამოსავალი", - წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა