თეგებით ძიება

ნიკას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება - ანზორ მელია

ნიკას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა.


"ვერაფერი ვერ მოუძებნეს ნიკას, მარტო გირაო მოუძებნეს, მე ამაყი ვარ, მე მამა ვარ, მე მშობელი ვარ, რომ მეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავს, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის.

თავს არ ზოგავს, კი მეცოდება ძალიან, მაგრამ ამავე დროს მეამაყება, გრცხვენოდეთ თქვენც ოცნების წევრებო, პარლამენტში რომ იჯექით დღეს გავრილოვიჩებო, გავრილოვნებო, არ გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ, რომელ ოჯახში გაიზარდეთ, როგორ არ გრცხვენიათ, როგორ მიდიხართ სახლში და ცოლ შვილს უყურებთ თვალებში. დადგება თქვენი დრო მალე და ნახავთ რა დაგემართებათ. პარლამენტი კი არა ჯოგი ხართ ჯოგი შეყრილი მანდ

დეპრესიაში არ ვიმყოფები, რადგან ჩემს შვილს არ ასამართლებენ არც ქურდობაზე, არც მექრთამეობაზე, არც სხვა რამეზე. მას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა ვაჟკაცია", - განაცხადა ანზორ მელიამ "ფორმულას" ეთერში.


შეგახსენებთ,რომ დღეს, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა