ნიკა მელია - გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, 6-ჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია
გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, 6-ჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
როგორც მელია აცხდებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.
„გუშინ „ქართული ოცნების“ ერთი მოქმედი დეპუტატი მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა. იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებთქო. ვუთხარი, არ იქნება ასე და დაგირეკავ, მე თვითონ გნახავთქო. ექვსჯერ დამირეკა და დღეს ისეთი მისცა ხმა, მემგონი ღილაკიც ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე. ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო ღირსეული ადამიანია. როდესაც უკადრებელს იკადრებ და ყელში ამოუყვან ხალხს და შეცდომას შეცდომაზე დაუშვებ, მერე ნათელის მოფენას უნდა ელოდო. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას", - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.