თეგებით ძიება

დღეს თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვს

დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება. ინტენსიური თოვის გამო დასუფთავების სამსახურის ბრიგადებმა ტექნიკური მარილის დაყრა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე დაიწყეს. იწმინდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი.

ტექნიკური მარილი დასუფთავების სამსახურმა წყნეთის, ბეთანიის, ტაბახმელასა და კოჯრის საავტომობილო გზებზე დაყარეს. ძლიერი თოვის გამო ავტომობილები ფრთხილად, თუმცა შეფერხების გარეშე გადაადგილებიან. თბილისსა და მის შემოგარენში, თოვლის მიუხედავად, გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა.

სინოპტიკოსები 17 თებერვალს ქუთაისში თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოთოვს. დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი – 2. ბათუმში სინოპტიკოსები თოვლს პორგნოზირებენ. დღე პაერის ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ნალექიანი დღე და +4 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 იქნება. მოსალოდნელია თოვლი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმშიც თოვლია მოსალოდნელი.

მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში მოთოვს, სადაც +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაშიც თოვლია ნავარაუდევი, დრისით +2 გრადუსი ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +2 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -14 გრადუსი იქნება.

გორში თოვლია ნავარაუდევი დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამე კი -13 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოთოვს. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

რუსთავში თოვაა მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა