თეგებით ძიება

მომსახურების სააგენტოში დღეიდან ყველა სახის სერვისი განახლდა

მომსახურების სააგენტოში დღეიდან ყველა სახის სერვისი განახლდება.

17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა