თეგებით ძიება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მესამე დღეა, მესტიის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დიდთოვლობამ პრობლემები სოფლებში შექმნა, რაც ძირითადად სასოფლო გზების ჩაკეტვას და ელექტროენერგიის შეფერხების მიწოდებას უკავშირდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მიმდინარეობს სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. როგორც მერი ამბობს, ელექტროენერგია ხშირად ითიშება, თუმცა მუშაობენ ავარიული ბრიგადები და უმოკლეს ვადაში ხდება პრობლემის აღმოფხვრა.

კაპიტონ ჟორჟოლიანის აცხადებს, რომ ზუგდიდი – ჯვარი- მესტიის საავტომობილო გზის გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და გზაზე შეფერხებები არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა