თეგებით ძიება

თბილისს ორშაბათიდან დამატებით 180 მიკროავტობუსი მოემსახურება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყვითელი მსამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების ფარგლებში ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე.

როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, ყვითელი მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია:

„თქვენ იცით რომ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი, მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ მიკროავტობუსებს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწეყებულია, 300 ერთეული შესყიდულია, ამის პრეზენტაცია გვქონდა. 300 ერთეულიდან 120 მიკროავტობუსი უკვე ხაზზე იყო გაშვებული, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით არის აღჭურვილი, რაც მიკროავტობუსს სჭრიდება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება დაწყებულია, წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შეყიდული გვაქვს ავტობუსები, ველოდებით მათ შემოსვლას და ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან. პარალელარად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, 300 ერთეული შეიძინა მერიამ“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა