თეგებით ძიება

დიდთოვლობის გამო მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ინტენსიურმა თოვამ, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე ელექტრო -ენერგიის გარეშეა დარჩენილი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს ,ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს,ჩარგალს, თვალივს,ანანურს ,ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს.

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110 მეტრიანი გადამცემი ხაზი.

რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი ,ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი,აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი ძალისი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები აღმოფხვრილია ყაზბეგის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილებზე არინ გასულები, მიმდინარეობს დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. პრობლემის ოპერატიულად მოგვარების გამო ენერგო-პრო ჯორჯიამ რეგიონში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა