პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.