„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა
„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა. მან ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხა და პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დილიდან იმყოფებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, სადაც ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან, თუმცა ისინი აპირებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდობიანი გზით აღუდგენენ წინ.