თეგებით ძიება

თუ „ცოტნე დადიანობა“ უნდა, მაშინ ქალები, ბავშვები და პოლიტიკოსები რატომ ჰყავს აფარებული? - ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, აბსურდია გუშინ და დღეს რასაც ვუყურებთ. ჯერ სასამართლო არ ჩატარებულა და სად გამაგრდნენ, ვის გაუმაგრდნენ, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილ ნიკა მელიას მხარდამჭერებზე საუბრისას განაცხადა.

​„ბოევიკებს“ უყურებს ეტყობა მელია და დრამატიზებას ცდილობს. მოეშვას ამ სისულელეს. თუ მართლა გული შეგტკივა ამ გულშემატკივრებზე. თავის ოჯახზე, ადექი და გადაიხადე ჩვეულებრივად. გეკუთვნის, იცი და გადაიხადე. შენც დაისვენებ, ჩვენც და მთელი საქართველოც. მარაზმშია უკვე გადასული. თუ „ცოტნე დადიანობა“ გინდა, მაშინ ქალები, ბავშვები და პოლიტიკოსები რატომ ჰყავს აფარებული? ან თუ შეკრება უნდოდათ ერთად შალვას ფანჩატურში არ იყვნენ? ცუდად დაუბერა თუ რა ხდება? სად დადიან, რას აკეთებენ? ელემენტარულია, არის დარღვევა, შესაბამისად უნდა გადაიხადოს“, - აცხადებს დეპუტატი.

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იმართება. 16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა