რემბო ვარ, დავშლი-მეთქი ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლებით... მზად ვარ, დავიცვა ნიკა მელია - გოგი წულაია
რემბო ვარ, დავშლი-მეტქი ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლებით. მზად ვარ, დავიცვა ნიკა მელია, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი თავის გადარჩენაზეც, რადგან ნიკასთან თუ გაუვიდათ, მაშინ ყველასთან გაუვათ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ განაცხადა.
„ძნელი სათქმელია მოლოდინი, რადგან გვყავს ყოვლად გაუთვლელი ხელისუფლება, რა დეგენერატობას ჩაიდენს, მაგის გარკვევა მე კიარა, არ შეუძლია ნოსტრადამოს. რას უნდა ველოდოთ ამათგან, ხეირს არაფერს ველი. ის ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს არ გაუვიდეთ არა მარტო იმიტომ, რომ გადარეული ვარ და ძალიან მიყვარს ნიკა მელია, არამედ მისი გადარჩენით გადავირჩენ ჩემ თავს, მისი გადარჩენით გადაგარჩენთ თქვენ, რადგან ერთს თუ შეახრამუნებს, გაუტკბება. დავიცავთ ყველანაირი მეთოდით, რა მეთოდითაც წამოვა – დუბინკით, ომონით, რა ვიცი. ახლა, მე რემბო ვარ, უუ-ს დავუძახებ და დავშლითქო ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლებით. მეც მზად ვარ, დავიცვა არა მარტო ნიკა მელია, დავიცვა ჩემი თავი, რადგან ჩვენ ახლა ვიცავთ ჩვენს თავს. თუ ნიკასთან გაუვიდათ, მაშინ გაუვათ ყველასთან. მარტო ნიკა მელიას გადარჩენაზე არ არის საუბარი, საუბარია ჩვენი თავის გადარჩენაზე“, – აღნიშნა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში "ნაცმოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.