ვპირდები ივანიშვილს, რომ მეორე დაბადების დღეზე ის პოლიტიკაში აღარ იქნება და ციხეში იქნება - შალვა ნათელაშვილი
ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისგან, მაგრამ იმას ვეღარ, რომ ივანიშვილი დაბადების დღის საჩუქრად საკუთარ თავს ნიკა მელიას დაპატიმრებას მოუმზადებდა - ასე ეხმაურება „ლეიობორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.
„ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისგან, მაგრამ იმას ვეღარ, რომ ჩემს დაბადების დღეს შევხვდებოდი, აი, ამ ვითარებაში და იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, დღეს უკვე 18-ში ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა და ის თავის თავს საჩუქრად მოუმზადებდა ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტს. მაგრამ მე მას ვპირდები, რომ მეორე დაბადების დღეზე ის პოლიტიკაში აღარ იქნება და ციხეში იქნება,"-განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წილი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, მელიასთვის პატიმრობის შეფარდების აღსრულება შესაბამისი ორგანოს მიერ, მაქსიმალურად გონივრულ ვადაში მოხდება.