აშშ-ის საელჩო - ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს
ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს, - ასე ეხმაურება აშშ-ის საელჩო საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის, ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენს.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს. ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს", - აღნიშნულის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
formulanews.ge