თეგებით ძიება

გია ვოლკსი - არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა

არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, მელიას ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი ნაწილი.

„რა პროცესებსაც ამ ვერდიქტის შემდეგ ვუყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არაა იურისტი იყო რომ მიხვდე, რაღაც ისეთი ხდება, რაც კითხვებს ბადებს. არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცის, რომ თავიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამაჯურის გაკეთება შეზღუდვებით, მელია ამ ფორმით უნდა დალოდებოდა მთავარ სასამართლოს, სადაც შტურმში მინი მონაწილეობა განიხილებოდა. შესთავაზეს გირაოს გადახდა და სამაჯურის გაკეთება, მეტი არაფერი არ იყო შეთავაზება, ვფიქრობ რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს. რეალურად ერთადერთი, რაც სასამართლოს სხდომებამდე მოეთხოვებოდა, მიუხედავად ამ პოლიტიკური აქტივობისა, გააფთრებული ბრძოლისა, სამაჯურის თემა იყო. ერთადერთი პირობა იყო, რომ უნდა შეესრულებინა. როცა ასეთ ვითარებაში საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად ამბობ, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ „მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთი ღონისძიება“. ამის მიუხედავად კვლავ მოითხოვეს გირაოს გაზრდილი ოდენობით გადახდა. არც ამ თემაზე წამოვიდა. გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნულიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ როგორმე პარტია, რომელმაც არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, წარმატებას ვერ მიაღწია იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე სხვა არაფერი გრჩება პასუხად, რომ ეს არის რევოლუციური სცენარის ერთ -ერთი ნაწილი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა