გიორგი გახარია გადადგა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება და მან თანამდებობა დატოვა.
როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.