თეგებით ძიება

ყველას არწმუნებდნენ, რომ „დაალაგებს". ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია - ფულს!" - რას წერს ნიკა მელია?

"ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია - ფულს!" - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის აშშ-ისგან დასანქცირებას.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილისთვის ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია.

„ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომლისთვისაც ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია, არსი და საზრისი. მას თუ რამის ეშინია, ფინანსურ რესურსზე წვდომის დაკარგვაა; თუ რამით იცის მართვა, ფულია; თუ რამეს გადააყოლა ყველა და ყველაფერი, მათ შორის ქვეყანა, შვეიცარიაში გაყინული აქტივია.

ყველას, ხელქვეითს, სხვადასხვა გზებით გამოჭერილს თუ მხარდამჭერს, არწმუნებდნენ, რომ „დაალაგებს". ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია - ფულს!“ - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა