ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო, – ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“,- აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე დღეს გააკეთა.