თეგებით ძიება

ჩოხატაურში „კოვიდ-19“-ით განმეორებით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული ახალგაზრდა კაცია

ჩოხატაურში „კოვიდ-19“-ით განმეორებით ინფიცირების სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. 35 წლის მამაკაცი „კოვიდ-19“-სგან ორი თვის წინ გამოჯანმრთელდა, თუმცა ორი დღის წინ ვირუსის სიმპტომები კვლავ გამოუვლინდა.

მამაკაცს სწრაფი ტესტით დადებითი შედეგის შემდეგ „პისიარ“ ტესტიც ჩაუტარდა და კორონავირუსზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ინფორმაციას ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კვლევების პასუხებს ელოდებიან.

პაციენტი ბათუმის კლინიკაში გადაჰყავთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა