თეგებით ძიება

ოჯახი თურქეთში დაკარგულ 29 წლის თორნიკე მეგრელიშვილს ეძებს

ოჯახი 29 წლის კაცს ეძებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე თორნიკე მეგრელიშვილი, საქართველოდან თურქეთში სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტში 2024 წლის 29 დეკემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

ოჯახის ინფორმაციით, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

რაც შეეხება გარეგნობას, დაკარგვამდე თორნიკე მეგრელიშვილს გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. ტანთ ეცვა შავი ქურთუკი და ყვითელი ჩექმები. ის საუბრობს ქართულად და რუსულად, არ იცის თურქული.

არსებული ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ ინფორმაცია უკვე მიწოდებულია პოლიციისა და შესაბამისი სამსახურებისთვის.

თორნიკე მეგრელიშვილთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევისთვის საკონტაქტო ნომერია 0530 600 17 40


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა