ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს.
მისივე ინფორმაციით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება.
„დღეს, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება (საგამოძიებო მოქმედება).
გიორგი გახარიას გამოკითხვა მოხდება რამდენიმე დღეში საგამოძიებო ორგანოში გამოძიების თხოვნის შესაბამისად,“ - აცხადებს ბუჩუკური.
შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.