შაქარაშვილის საქმეზე 3 პირის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ, შესაძლოა დღეს, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.
როგორც საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა, აღნიშნული ვარაუდის საფუძველი, ამნისტიის ახალი აქტია, რომელიც ბრალდებულებს ეხებათ.
"ჩემი ინფორმაციით, დღეს პროცესზე შესაძლოა, გამოცხადდნენ ვახტანგ ჩიქოვანი და ნ. ხ. მათი ჩვენების შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საბა ჩხარტიშვილის და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ გაავრცელებს თუ არა 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის აქტს. მათთვის ბრალად შერაცხულ მუხლებზე ამნისტიის აქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება და შესაბამისად, დღეს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.