პარლამენტთან დაპირისპირებისას 20 ადამიანი დააკავეს
პარლამენტთან დაპირისპირებისას დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პარლამენტის წინ კარვების დადგმას აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.