ბანკომატმა თანხა ჩაუყლაპა, შეეშინდათ და დაიმალნენ - სამტრედიაში დაკარგული ბავშვები იპოვეს
სამტრედიაში გაუჩინარებული ბავშვები იპოვეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 11 და 13 წლის მოზარდები სტადიონზე ნახეს.
როგორც მშობლებს უთხრეს, ბანკომატმა თანხა ჩაუყლაპა, შეეშინდათ სახლში არ გაბრაზებოდნენ, ამიტომ დაიმალენ.
მათ ღამე სტადიონის ლოჟაში გაათენეს, დილით კი მეზობელმა იპოვა. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.