ხანძარი სასტუმროში - ტრაგედიას გუდაუთაში 2 ბავშვი ემსხვერპლა
ოკუპირებულ გუდაუთაში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 და 1 წლის ბავშვების ცხედრები მეხანძრეებმა შენობაში აღმოაჩინეს.
საოჯახო ტიპის სასტუმროში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა ბავშვებთან ერთად.
ადგილზე 3 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.