თეგებით ძიება

გიორგი გახარიას სელფი "ფეისბუქზე" რეკორდებს ხსნის

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სელფი, რომელიც მან ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამომშვიდობებისას გადაიღო, "ფეისბუქზე" რეკორდებს ხსნის.

13 საათის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს ამ დროისთვის 162 ათასი მოწონება და თითქმის 7 ათასი გაზიარება აქვს, რაც შეეხება კომენტარებს, ის 26 ათასს აჭარბებს.

გახარიას ფეისბუქმომხმარებლები პატივისცემას უცხადებენ და პოლიტიკაში ისევ ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თნამდებობიდან გადადგომის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა