თეგებით ძიება

საქართველო პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა

საქართველო პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო.

საუკუნის წინ მიღებულმა კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.

კონსტიტუცია 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა1921 წლის კონსტიტუცია ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე, რომელშიც თანადროული კონსტიტუციონალიზმის ყველა მიღწევა და საკაცობრიო ღირებულება აისახა.

მართალია, პირველ კონსტიტუციას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში. პირველად 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა — მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა