პარლამენტთან ხმაურია - დაკავებულია რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვის გაშლას ცდილობდნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი მუმლაძე.
ადგილზე ისევ რჩებიან სამოქალაქო აქტივესტები. მობილიზებულია პოლიციაც.