სად არის ბადრი ესებუა? - ელისაშვილი გომელაურს
სად არის ბადრი ესებუა? - ასე მიმართა "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით.
"ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი?" - მიმართა ალეკო ელისაშვილმა მინისტრობის კანდიდატს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა 21 ოქტმობერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.