სასამართლოს განჩინებას აღვასრულებთ დღეს, ხვალ თუ ერთი წლის შემდეგ, განსაზღვრული არ არის - ვახტანგ გომელაური ნიკა მელიას დაკავებაზე
სასამართლოს განჩინება, რომლის აღსრულებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, ჩვენ ამას აღვასრულებთ დღეს, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "ნაცმოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების შეჩერების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან შუა ღონისძიების დროს მძიმე იქნებოდა პრემიერის გადადგომა.
"ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. სასამართლოს განჩინება, რომლის აღსრულებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, ჩვენ ამას აღვასრულებთ დღეს, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. პირადად მე გადავწყვიტე, რომ ეს შემეჩერებინა, რადგან შუა ღონისძიების დროს მძიმე იქნებოდა პრემიერის გადადგომა, არ იქნებოდა სწორი და მე გადავწყვიტე, რომ გამეჩერებინა დაკავების ღონისძიება. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა?! ნორმალური იქნება, რომ ვთქვა, არ ვიცოდი-მეთქი?! ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს, როგორ შეიძლება ადამიანთან როცა მეგობრობ და ახლოს ხარ, არ გითხრას, რომ უნდა გადავდგე,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმესტან დაკავშირებით, ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.