სოფო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება
საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს, ამ სიახლის შესახებაც მან პლატფორმა CLUBHOUSE-ზე ვიწრო აუდიტორიასთან საუბრისას აღნიშნა და ინფორმაციამ სწრაფად გაჟონა მედიაში. შევარდნაძის ორსულობის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.