როგორ მოქმედებს ხის ავეჯი და ინტერიერის დეტალები ადამიანზე?
ხე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი მასალაა, რომელიც ავეჯის დამზადების, ინტერიერის გაფორმებისა და ზედაპირების მოპირკეთებისათვის გამოიყენება. როგორც დამუშავებული, ისე დაუმუშავებელი ხის გამოყენებით შეიძლება სახლში მყუდრო და კომფორტული ატმოსფერო შექმნათ.
ხე და მისი ენერგია
ხე განსაკუთრებული ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ცოცხალ მასალად ითვლება. ფენ- შუიში ის სტაბილურობას, ჰარმონიას და განვითარებას განასახიერებს. სხვადასხვა ტიპის ხეს შეიძლება ოთახის ენერგიაზე განსხვავებული გავლენა ჰქონდეს.
ხის ავეჯი ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც სივრცის ენერგიაზე მოქმედებს. სახლისთვის ავეჯის არჩევისას ყურადღება ხის ტიპს და მის მახასიათებლებს მიაქციეთ, რომ იმ ენერგიას შეესაბამებოდნენ, რომლის სახლში მიტანაც გსურთ.
საძინებელში მშვიდი და დაბალანსებული ენერგია უნდა იყოს. საწოლი ისე მოათავსეთ, რომ კარის პირდაპირ არ იდგეს, მაგრამ კარიდან ჩანდეს.
მისაღებში ან სასადილო ოთახში, სადაც ოჯახის წევრები საკვებს მიირთმევენ და ერთმანეთს ესაუბრებიან შექმენით მყუდრო სივრცე ხის მაგიდებითა და სკამებით. სასურველია, რომ მკვეთრ კუთხეებს მოერიდოთ და რბილი, მომრგვალებული ფორმები შეარჩიოთ.
ავეჯის განთავსებისას ყურადღება მიაქციეთ ოთახში ენერგიის ნაკადს. ავეჯი ისე უნდა განაწილდეს, რომ დადებითი ენერგიის თავისუფალ ნაკადს დაბრკოლებები არ შეუქმნას.
ხის მასალის სწორად არჩევა
ხის მასალის სწორად არჩევა სახლის შიდა სივრცეში თბილი და ბუნებრივი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით დამზადებული ნივთები არა მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს, არამედ მყუდრო გარემოსაც უზრუნველყოფს. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი მასალის არჩევას.
ხეს, ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, თავისი ენერგია აქვს და შეუძლია უნიკალური ბიოველი შექმნას. ადამიანის ჯანმრთელობაზე ხის სასარგებლო გავლენა დროთა განმავლობაში გამოცდილია, რასაც დენდროთერაპიის განვითარებაც მოწმობს. ხის სხვადასხვა სახეობა ადამიანის სხეულზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს: ზოგი ძალით ავსებს, ზოგი ამშვიდებს და ზოგი იცავს. ხის ენერგია წლების მატებასან ერთად იზრდება, ამიტომ ყველაზე ძლიერი ენერგია მრავალწლიან ხეებს აქვს. ჩვენი წინაპრები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ბუნებასთან და სახლში უამრავი ხის ნივთი ჰქონდათ: საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, სათამაშოები და, რა თქმა უნდა, ავეჯი. რამ გახადა ხე ასე მიმზიდველი ადამიანისთვის? რა თქმა უნდა, ენერგიამ.
წიფლის ხის ენერგია
წიფელი ამაღლებს გამძლეობას სტრესის მიმართ და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. წიფლისგან დამზადებული ავეჯი და ინტერიერის ელემენტები ოჯახში კეთილდღეობისა და სულიერი კომფორტის ატმოსფეროს აძლიერებს. წიფლის ხის დადებითი ეფექტი ფიზიკურ დონეზე ვლინდება: სტრესის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება და სისხლის მიმოქცევა წესრიგდება.
მუხის ხის ენერგია
მუხის ხე ძალისა და კარგი ჯანმრთელობის სიმბოლოა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დადებითი ენერგიის გენერატორია და აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას. მუხის ძლიერი ბიოველი ადამიანს სასიცოცხლო ენერგიით მუხტავს, ძალასა და თავდაჯერებას მატებს, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, გამოჯანსაღების პროცესს აჩქარებს, ადამიანს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება და ენერგიით ავსებს. მსუბუქი და თბილი ენერგია ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციონირებაზე. მუხა ადამიანს თავის დღეგრძელობას გულუხვად უზიარებს და ცხოვრების მნიშვნელობის გაგებაში ეხმარება. ~
ფიჭვის ანთების საწინააღმდეგო თვისებები
ფიჭვი შესანიშნავი ბუნებრივი მასალაა. ხის მიერ გამოყოფილი ეთერზეთები ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ადამიანს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს. ფიჭვი ამშვიდებს, ხსნის ფსიქიკურ დაძაბულობას და კურნავს ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს. ფიტონციდებითა და სამკურნალო მიკროელემენტებით მდიდარ ფიჭვს ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედება აქვს. ფიჭვის ძლიერი და პოზიტიურიენერგია ებრძვის გაღიზიანებას და ნერვულ აგზნებას.
არყის ხე ებრძვის დაღლილობას
არყის ხის დადებითი ენერგია საფრთხისა და უბედურებისგან იცავს, ებრძვის დაღლილობას, აჩქარებს გამოჯანმრთელებას და გამოგიყვანთ დეპრესიიდან. არყის ხე სასიცოცხლო ენერგიის მატარებელია, ადამიანს გრიპის და გაციების დროს ეხმარება, ასევე ხელს უწყობს ყურადრების და კონცენტრაციის ამაღლებას. არყის ფოთლები, კვირტები, ქერქი და მერქანი შეიცავენ სამკურნალო ნივთიერებებს, რომელებიც მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში გამოიყენება.
ნაძვის ენერგია
ულამაზესი ნაძვი ზამთარში არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობას ქმნის, არამედ სახლს დადებითი ენერგიით ავსებს. ხის ბიოველი ეტაპობრივად მოქმედებს: ჯერ უარყოფითი ენერგიისგან წმენდს, შემდეგ დაღლილობას ხსნის, ეჭვებს ფანტავს და დეპრესიას კურნავს. ნაძვის ენერგია ხელმისაწვდომია მხოლოდ ძლიერი ადამიანებისთვის და ზუსტად იმდენი ენერგიით „მუხტავს“, რამდენიც სულიერი და ფიზიკური წონასწორობისთვის საჭიროა.
აკაციის ენერგია
აკაცია ითვლება ხედ, რომელიც სიცოცხლეს შობს. მცენარის ენერგია ხელს უწყობს ნაყოფიერების ზრდას, აღვიძებს და აძლიერებს გამრავლების ინსტინქტს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ხის მიერ შექმნილი ბიოველი დეპრესიას ებრძვის და შესანიშნავი სტრესის მომხსნელია.