ცუდი ვითარებაა, რომლის თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო - დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფაზე
ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო.
„თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავზე შუქები ანთებული იყო, ვერტმფრენი მაღლა რატომ არ ავიდა, ან რატომ არ დაეშვა ან რატომ არ შემობრუნდა? ცუდი ვითარებაა, რომლის, როგორ ჩანს, თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო. კარგი არ არის!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ვაშინგტონთან, სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის ვერტმფრენს Black Hawk დაეჯახა და მდინარეში ჩავარდა.