„ევროკავშირთან საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ნიშნავს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას“ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის რამდენიმე ადამიანს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ საქართველოსგან ევროკავშირთან საპარლამენტო ასამბლეის დატოვება საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას ნიშნავს.
მე როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვულოცავ ქართველ ხალხს და ოპოზიციას გუშინდელ წარმატებას.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი დელეგაციის წევრებს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს და მარიკა მიქიაშვილს.
დიდი მადლობა ლიეტუვის დელეგაციას და ემანუელის ზინგერისს, ასევე უკრაინის დელეგაციასა და ოლექსეი გონჩარენკოს, ჩემი, მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის აქტიური მხარდაჭერისთვის.
საქართველოსგან ევროკავშირთან საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ნიშნავს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას - წერს მიხეილ სააკაშვილი.