თეგებით ძიება

ავარია წერეთელზე - დაღუპულია 3 ადამიანი

თბილისში, წერეთლის გამზირზე, კოკა-კოლას მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

კომენდატის საათის დროს, დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ადგილზე დაიღუპა 3 ადამიანი.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა