თეგებით ძიება

რატომ უნდა მივიღოთ საუზმემდე ერთი ჭიქა გამთბარი წყალი - დიეტოლოგის რჩევა (ვიდეო)

დიეტოლოგი ნატალია გოგავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ უნდა დავლიოთ დილით, საუზმემდე ერთი ჭიქა გამთბარი წყალი:

- დილით შეგვიძლია, თბილი წყალი (დაახლოებით, 50-55 გრადუსი) მივიღოთ. მასში შეიძლება, რამდენიმე თხელი ნაჭერი ლიმონი ან ცოცხალი პიტნა ჩავაგდოთ. ასევე, შეგიძლიათ, ცოტა დარიჩინი გაუკეთოთ, კიტრი... სხვადასხვა გემო დაგეხმარებათ, თუ არ გსურთ, რომ ზამთარში ცივი წყალი დალიოთ. ცივი წყალი ისედაც არ არის ძალიან რეკომენდებული, განსაკუთრებით დილის საათებში. დილით, უზმოზე, საუზმემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა გამთბარი წყლის მიღება და თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ გვაქვს, ცოტა ლიმონიც შეგვიძლია, დავამატოთ. ეს დეტოქსის სახეობაა და ჩვენი სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია. წყალი იმაზე თბილი უნდა იყოს, ვიდრე ოთახის ტემპერატურა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტის პრობლემები აქვს, გამთბარი წყლის მიღება უკეთესი იქნებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა