სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული დოკუმენტი პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას 89 ხმით ორის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა.