გამოხვალთ და გამოვალთ! იმდენი ვართ, ვერ დაგვთვლით - ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება:
"გამოხვალთ და გამოვალთ!
Იმდენი ვართ, ვერ დაგვთვლით და ზოგიერთ ქოცსაც მიგაყოლებთ!", - წერს მოროშკინა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.
დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა.